არჩევნები 2017

იმედის ეგზიტპოლი: "ოცნება" 54%, ენმ - 16%, ევროპული საქართველო - 6%

იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 54% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 16%, ევროპულმა საქართველომ 6%, საქართველოს პატრიტოთა ალიანსმა 5%, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოსთვის - 3%.

სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi-ს ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები საბოლოოა. პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 6000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. Gorbi-ს წარმომადგენლებმა გამოკითხეს ყოველი მეექვსე რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 100 საარჩევნო უბანზე. ცდომილება 2%-ია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი რუსთავი 2-ის დაკვეთითაც ჩატარდა. Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში 58% აქვს ქართულ ოცნებას, ენმ-ს - 17%, ევროპულ საქართველოს - 9%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს - 5%. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %. 

კომენტარები