მიწისძვრა

ოკუპირებულ აფხაზეთში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ies.iliauni.edu.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან ირკვევა.

მიწისძვრა 14:24 საათზე, ქალაქ სოხუმთან, სოფელ კელასურთან დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

უცნობია გამოიწვია თუ არა ნგრევა აღნიშნულმა მიწისძვრამ.

 

კომენტარები