კრიმინალი

ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი პირი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა 2014 წლიდან ბაქოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ი.მ დააკავეს. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებიან. 

"ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბაქოს ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით, მკვლელობისთვის იძებნებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს"  - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები