ტერაქტი აშშ-ში

ტრამპი: ISIS-ის ტერორისტებს აშშ-ში მოხვედრის საშუალება არ უნდა მივცეთ, საკმარისია

The New Yorker

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს მანჰეტენის ტერაქტის გამოძიებისთვის საჭირო ზომების მიღება და მიგრანტთა შემოწმების პროცედურის გამკაცრება დაავალა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. 

"მე ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დავავალე, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა გააძლიერონ ისედაც მკაცრი საკონტროლო შემოწმების პროგრამა. პოლიტკორექტულობა კარგია, მაგრამ არა ამისთვის". 

"როგორც ჩანს, ნიუ იორკს თავს ავადმყოფი და საშიში ადამიანი დაესხა. სამართალდამცველები ამ ამბავს იძიებენ. არა ამერიკის შეერთებულ შტატებში".

"ჩვენ არ უნდა მივცეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში მოხვედრის საშუალება მას შემდეგ, რაც ის ახლო აღმოსავლეთში სრულად განადგურდება. საკმარისია!", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 

ნიუ იორკის მერის თქმით კი, მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ლაჩრული ტერორისტული აქტი იყო. 

"ჩვენ ვიცით, რომ ეს თავდასხმა ჩვენი სულების გატეხვის მიზნით მოხდა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ნიუ იორკის მცხოვრებლები ძლიერი და უდრეკი ადამიანები არიან და ჩვენი სულისკვეთება არასდროს შეიცვლება ისეთი ქმედებებით, რომელიც მიზნად ჩვენ შეშინებას ინახავს", - თქვა ბილ დე ბლასიომ

მანჰეტენზე თავდასხმა გუშინ მოხდა. სატვირთო მანქანამ ფეხით მოსიარულეებს და ველოსიპედისტებს გადაუარა, პარალელურად ის ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროდა. შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავებულია.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. მედიის ცნობით, ის 29 წლის საიფულო საიპოვია, უზბეკი იმიგრანტი, რომელიც აშშ-ში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდა. 


ფოტო: BBC

 

კომენტარები