ბიუჯეტი 2018

ბიუჯეტის განახლებული პროექტით, მთავრობის სახელფასო ფონდი კიდევ იზრდება

ტაბულა

პარლამენტში შევიდა 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მომდევნო წელს 12.4 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს ბიუჯეტის პირვანდელ პროექტზე 39 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული ზრდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ფონდსაც შეეხბო. 

თუ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის არსებულ ვერსიას 113 825 საჯარო მოსამსახურე ხელფასის სახით აიღებს 1.399 მილიარდ ლარს, რაც ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით გათვალისწინებულზე 2 მილიონი ლარით მეტია.

რაც შეეხება კონკრეტულ სამინისტროებსა და საჯარო უწყებებს, განახლებული პროექტით უწყებების უმეტესობის ბიუჯეტები უცვლელია, თუმცა რამდენიმე სამინისტროში ბიუჯეტის ზრდა იგეგმება. მაგალითად, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 131 მილიონი ლარი იქნება, რაც პირვანდელ პროექტთან შედარებით 15 მილიონით მეტია.

3 მილიონი ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და ის ამ უწყებისთვის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს 1.181 მილიარდ ლარს მიაღწევს. 

1 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ის ასევე რეკორდულ მაჩვენებელს 3.528 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს თანხა ნომინალურად აღემატება 2005 წელს მთლიანად საქართველოს ბიუჯეტის მაჩვენებელს რაც მაშინ 2.8 მილიარდი ლარი იყო.

კომენტარები