სექსუალური შევიწროება

დასტინ ჰოფმანს ყოფილი ასისტენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

NME.com

დასტინ ჰოფმანს თავისი ყოფილი ასისტენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ანნა ჰანტერის თქმით, 1985 წელს ის 17 წლის იყო, როდესაც მსახიობთან ერთად გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, ჰოფმანი კი მას სექსუალურად ავიწროებდა.

"პირველ დღეს გადასაღებ მოედანზე მან მთხოვა, რომ ფეხის მასაჟი გამეკეთებინა მისთვის. მე შევუსრულე ეს თხოვნა. ის მეფლირტავებოდა, უკანალზე მეხებოდა, ჩემთან სექსზე ჩემი თანდასწრებით საუბრობდა. ერთ-ერთ დილას საუზმე შევუტანე გამოსაცვლელ ოთახში, მან შემომხედა, გაიღიმა და მითხა - "მე მაგრად მოხარშული კვერცხი და მსუბუქად მოხარშული კლიტორი მინდა". ამის შემდეგ სიცილი დაიწყო. მე ოთახი უთქმელად დავტოვე, აბაზანაში შევედი და ტირილი დავიწყე."- ყვება ანნა ჰანტერი Hollywood Reporter-თან.

ჰანტერი გადასაღებ მოედანზე 5 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ის ყოველდღიურად თავის დას იმეილებით ატყობინებდა ამბებს.

"ის მტაცებელი იყო, მე ბავშვი ვიყავი და ეს იყო სექსუალური შევიწროება. 49 წლის ასაკში ვხვდები, რომ დასტინ ჰოფმანის ქმედებები კარგად წარმოაჩენს იმას, თუ რისი ატანა უწევთ ქალებს ჰოლივუდში."- თქვა ანნა ჰანტერმა.

ჰოფმანმა ბრალდებებს განცხადების საშუალებით უპასუხა.

"მე ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ქალების მიმართ და ძალიან საშინლად ვგრძნობ თავს, რომ შესაძლებელია ჩემი ქმედებების გამო ის [ანნა ჰანტერი] უხერხულ სიტუაციაში ჩამეგდო. ძალიან ვწუხვარ. მე ასეთი არ ვარ."- წერს დასტინ ჰოფმანი.

კომენტარები