ლარის გაუფასურება

ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურება უსაფუძვლო მოლოდინებმა გამოიწვია

ტაბულა

"ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა", - წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

სებ-ის შეფასებით, თუ აღნიშნული გაუფასურება გავლენას მოახდენს ინფლაციის მაჩვენებლზე სებ-ი იმოქმედებს მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ან სავალუტო ინტერვენციები შეიძლება იყოს.

"ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას", - წერია განცხადებაში.

ლარი დღეს დოლართან 1.9 თეთრით გაუფასურდა და მან 2.6297-ს მიაღწია. ევროსთან კი გაუფასურება 2.4 თეთრი იყო, რის შედეგადაც ლარი ახალ ისტორიულ მინიმუმამდე 3.0625-მდე გაუფასურდა.

კომენტარები