ქუმსიშვილი: ლარის კურსი, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ მისი მსყიდველობით უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", - 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის შეფასებით, გაუფასურების "ნეგატიური ეფექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია", რისი შემცირებისთვისაც მთავრობამ "დედოლარიზაციის" პოლიტიკა დაიწყო.

მთავარი ცვლილება, რაც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა "დედოლარიზაციის" პოლიტიკის ფარგლებში გაატარეს 100 000 ლარამდე მოცულობის სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა იყო. აღნიშნული რეგულაციის შედეგად, ქვეყანაში სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8.5%-ით 35 %-მდე. ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი კი 12%-ით გაიზარდა და მან 54%-ს მიაღწია.

კომენტარები