შეიარაღებული თავდასხმა

ტეხასის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას მინიმუმ 27 ადამიანი ემსხვერპლა

CNN

მინიმუმ 27 ადამიანი ემსხვერპლა და 25 მძიმედ დაშავდა ტეხასის ეკლესიაში შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად. 

თავდასხმა ქალაქ საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში დილის 11:30-ზე წირვის დროს მოხდა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი ეკლესიაში ნახევრადავტომატური იარაღით შეიჭრა.

პოლიციის ინფორმაციით მათ თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. დაშავებულები ვერტმფრენებითა და რეანომობილებით უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარის შესახებ დონალდ ტრამპმა მწუხარება გამოთქვა.

"დაე ღმერთი იყოს საზერლენდ სპრინგსის მაცხოვრებლებთან. FBI და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. მე კი მოვლენების განვითარებას იაპონიიდან ვაკვირდები."

კომენტარები