სექსუალური შევიწროება

ლუის სი ქეი სექსუალურ შევიწროებაში 5-მა ქალმა დაადანაშაულა

pitchfork.com

იუმორისტ ლუის სი ქეის სექსუალურ შევიწროებაში 5 ქალი ადანაშაულებს, ამის შესახებ ინფორმაცია The New York Times-ში გამოქვეყნდა

სტატიის მიხედვით, 2002 წელს ლუის სი ქეი იუმორისტი ქალების, დანა მინ გოდმანისა და ჯულია უოლოვის წინაშე მასტურბირებდა. ისინი ერთად არტ ფესტივალზე იყვნენ, რის შემდეგაც ამის აღსანიშნად სხვაგან გადაინაცვლეს. ერთ-ერთი ქალის თქმით, ლუის სი ქეიმ "ტანსაცმელი გაიხადა, მთლიანად გაშიშვლდა და მასტურბირება დაიწყო."

სტატიაში სხვა შემთხვევების შესახებაც არის მოთხრობილი. ერთ-ერთი ქალის თქმით, მან 2003 წელს ლუის სი ქეის მობილურზე დაურეკა, რათა მისი პერფორმანსის შესახებ ესაუბრათ. საუბრის დროს, ქალის თქმით მას მასტურბაციის ხმები ესმოდა და სი ქეი თავის სექსუალურ ფანტაზიებზე ესაუბრებოდა. სექსუაულურ შევიწროებაში სი ქეის იუმორისტი რებეკა ქორიც ადანაშაულებს, მისი თქმით მას ლუის სი ქეიმ სთხოვა, რომ მის წინ მასტურბირების უფლება მიეცა, რაზეც უარი მიიღო.

ამ თემასთან დაკავშირებით თავად ლუის სი ქეის კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა აგენტმა კი გამოცემებს განუცხადა, რომ "ლუისი არ აპირებს არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემას."

ბრალდებების შემდეგ HBO-მ ლუის სი ქეისთან თანამშრომლობა გაწყვიტა და მისი სთენდაფები საიტიდან ამოიღო.

კომენტარები