არჩევნები 2017

20:00 საათზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. 

ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

  • მეორე ტური ქუთაისში ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და ენმ-ის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის იმართება.
  • მარტვილში მოქალაქეებმა მეორე ტურში არჩევანი ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავასა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა დანელიას შორის უნდა გააკეთონ.
  • ხაშურში - ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი გურასპაშვილსა და დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს შორის.
  • ოზურგეთში - ქართული ოცნების კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შუბითიძეს შორის; 
  • ბორჯომში - ქართული ოცნების კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძეს შორის.
  • ყაზბეგის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებს. ამის მიუხედავად, ენმ-ის კანდიდატი ბიულეტენში მითითებული მაინც იქნება.

არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები