არჩევნები 2017

წინასწარი მონაცემებით, მარტვილის მერი ხმების 93%-ით ალექსანდრე გრიგალავა გახდა

0 კომენტარი
ფოტო: guardian.ge

მარტვილის მერი ქართული ოცნების კანდიდატი, ალექსანდრე გრიგალავა გახდა. არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 93,04% მიიღო. 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმები უკვე შეაჯამა. 

ცესკოს ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 

აღსანიშნავია, რომ გრიგალავას კონკურენტი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მამუკა დანელია არჩევნებში არ მონაწილეობდა. პარტიამ მეორე ტურებს ბოიკოტი გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მისი გვარი ბიულეტენში მაინც მითითებული იყო.

მიუხედავად ბოიკოტისა, მან ხმების 6,96% მაინც მიიღო. 

დღეს მარტვილის გარდა არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომსა და ოზურგეთში გაიმართა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები