არჩევნები 2017

6 ქალაქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში ყველა უბნის ოქმები დათვალა.

მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართა. 

5 მათგანში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა, ოზურგეთში კი გამარჯვება მცირე სხვაობით დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ მოიპოვა. 

საბოლოო შედეგები ასეთია: 

  • ქუთაისი - ქართული ოცნება, გიორგი ჭიღვარია - 87,55%; ენმ, გრიგოლ ვაშაძე - 12,45. 
  • ყაზბეგი - ქართული ოცნება, ალექსანდრე ზაგაშვილი - 68,65%, ბლოკი კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე - სანდრო ჟამარაული - 31,35%;
  • ხაშური - ქართული ოცნება, გიორგი გურასპაშვილი - 61,31%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 38,69%;
  • ბორჯომი - ქართული ოცნება, ლევან ლიპარტია - 55,22%, პატრიოტთა ალიანსი, ზაზა ჩაჩანიძე - 44,78%;
  • ოზურგეთი, ქართული ოცნება, ბეგლარ სიორიძე - 49,89%, კოტე შარაშენიძე - 50,11%;
  • მარტვილი - ქართული ოცნება, ალექსანდრე გრიგალავა - 93,04%, ენმ, მამუკა დანელია - 6,69%. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები