ზიმბაბვე

სამხედრო გადატრიალება ზიმბაბვეში - პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დაკავებულია

Reuters

ზიბამბვეში სამხედრო გადატრიალება დადასტურდა. 93 პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც აღნიშნულ პოსტს 1987 წლიდან იკავებს, დაკავებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ამის შესახებ არმიის გენერლებმა განაცხადეს, რომლებმაც სახელმწიფო ტელევიზიის შენობა დაიკავეს და მოსახლეობას სწორედ მისი საშუალებით მიმართეს. მათი განცხადებით, მათი ეს ქმედება მთავრობის დამხობას არ ნიშნავს და მიზნად მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯას ისახავს.

სამთავრობო წყარომ სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ დაკავებულია ზიბაბვეს ფინანსთა მინისტრი იგნატიუს ჩომბოც

ქუჩაში სამხედრო ტექნიკა და არმიაა მობილიზებული. დედაქალაქ ჰარარეს რამდენიმე რაიონში დილიდან სროლის ხმა ისმის. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

კომენტარები