უკანონო იარაღი

შსს: მოქალაქემ ვაზნები, ხელყუმბარები და ჭურვი ნებაყოფლობით ჩაგვაბარა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა პოლიციას ნებაყოფლობით ჩააბარა.

"სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი" - აცხადებს შსს და განმარტავს, რომ პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები