ზამთრის სეზონზე CO-თი მოსახლეობის ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირების გამო, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს. კომპანია თბილისის მასშტაბით გამოძახებებს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს და ინფრასტრუქტურას ადგილზე შეამოწმებს.
„მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნებისმიერი დანადგარის შეძენის, მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზზე 2 40 40 04 და 114-ზე. ჩვენი თანამშრომლები უმოკლეს ვადებში მივლენ,“ - აღნიშნა ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ.
კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას სთხოვენ ბინის ყიდვის, ქირაობის ან გირაობის შემთხვევაშიც დაუკავშირდნენ კომპანიას და არსებული ინფრასტრუქტურის შემოწმება მოითხოვონ.
ყაზტრანსგაზის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში CO-თი 350 ადამიანი მოიწამლა, მათგან 80 გარდაიცვალა.