თვითმფრინავის ჩამოვარდნა

იაპონიის სანაპიროსთან აშშ-ის საზღვაო ფლოტის საჰაერო ხომალდი ჩამოვარდა

Reuters

აშშ-ის საზღვაო ფლოტის საჰაერო ხომალდი, რომელსაც მგზავრები და ეკიპაჟის წევრები, სულ 11 ადამიანი გადაჰყავდა იაპონიის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.

ხომალდის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. უცნობია დაღუპულთა რაოდენობა და ბორტზე მყოფთა ვინაობაც.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ის ფლოტის ხომალდების მეხუთე ინციდენტია. მათგან ორი მსხვერპლით დასრულდა.

კომენტარები