სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბინაში, რომელშიც ტერორისტები არიან გამაგრებულები, სპეცრაზმი შევიდა

ტვ პირველი

რამდენიმე წუთის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ, ბინაში, სადაც სავარაუდო ტერორისტები არიან გამაგრებულები, სპეცრაზმი შევიდა, ამის შესახებ TV პირველის მიერ გავრცელებული კადრებიდან ხდება ცნობილი, რომელზეც ჩანს, რომ სპეცრაზმელები ფანჯარასთან დგანან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, უცნობია, დაკავებულები არიან თუ არა უკვე ტერორისტები.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მივიდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მას მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სუს-ის ინფორმაციით, ერთი ტერორისტი უკვე დაკავებულია, დანარჩენი პირების დაკავებისთვის კი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე ძალოვანი უწყებების ათობით თანამშრომელია მობილიზებული.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. 

კომენტარები