სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ს.დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სწორედ პროკურატურა ითხოვდა. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა. 

კომენტარები