ხანძარი

ლეოგრანდის მფლობელი: დაღუპულები არ უპოვიათ ლიფტში, არამედ მის კარებთან სპა-სალონში

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის ტელევიზია

სასტუმრო ლეოგრანდის მფლობელის ეროლ ავგერენის თქმით, ხანძარი სასტუმროში ბუნებრივად არ გაჩენილა და მათ უსაფრთხოების ზომები დაცული ჰქონდათ. 

"ეს ბუნებრივად გაჩენილი ხანძარი არ არის. მე ქართულ სამართლს ვენდობი, ისინი სიმართლეს დაადგენენ. ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანი ლიფტში გარდაიცვალა. ასე არ ყოფილა. ისინი ლიფტის წინ იპოვეს, იმ სართულზე, სადაც სპა სალონია. ცეცხლმაქრები და სხვა სახანძრო სისტემა ისეთივეა, როგორიც ევროპაში გამოიყენება, უახლესი ტექნოლოგია გვაქვს. სახანძრო სიგნალიც მაშინვე ჩაირთო. პოლიცია და მეხანძრეები მალე გააკეთებენ განცხადებას,"- ამბობს ავგერენი Anadolu-სთან ინტერვიუსას. 

ბიზნესმენის თქმით, ხანძრამდე 3 დღით ადრე სპეციალისტებმა სასტუმროს მთელი შენობა შეამოწმეს. ამასთან, მისი თქმით, ხანძრის დროს მსხვერპლები კიბისკენ კი არ წავიდნენ, არამედ გარდერობში, ნივთების ასაღებად.

"იმ დღეს 22 -სართულიანი სასტუმროს პირველი 13 სართული დაკავებული იყო. ყველა დაღუპული სპა-სალონში, მასაჟის ოთახში, აუზში, თურქულ აბანოსა და საუნაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ. კვამლი სწრაფად გავრცელდა,"- ამბობს ავგერენი.

ბათუმში, სასტუმრო Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა. თავდაპირველად, შემთხვევის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას სახანძრო კიბე არ გააჩნია და "აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა". მეორე დღეს კი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა თქვა, რინ სასტუმროში საევაკუაციო კიბე არის.

ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები