ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ მეგან მერკლიზე დაინიშნა

guardian.com

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მერკლი დაინიშნენ.

ამის შესახებ განცხადება სამეფო ოჯახმა გააკეთა.

"ქორწილი 2018 წლის გაზაფხულზე შედგება. პრინცი ჰარი და მეგან მერლკი თვის დასაწყისში, ლონდონში დაინიშნენ. წყვილი ნოტინგემის სახლში იცხოვრებს, რომელიც კენსინგტონის სასახლეში მდებარეობს." - წერია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

პრინცი ჰარი და მეგან მერკლი დაახლოებით ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან.

კომენტარები