ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი: ჩემი შვილის ერთ-ერთი პირველი სიტყვა "ბებია დიანა" იყო

პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში თავის 2 წლის შვილზე, არჩი მაუნტბეტენ-უინძორზე ილაპარაკა და თქვა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი სიტყვა "ბებია დიანა" იყო.

პრინცესა დიანა ტრაგიკულ ავტოავარიაში 1997 წელს გარდაიცვალა. პრინცი ჰარის თქმით, არჩის ოთახში მას დედამისის ფოტო აქვს დაკიდებული, რამაც, შესაძლოა, ბავშვი შთააგონა, რომ მცირე ასაკში მისი სახელი ეთქვა.

"მე მისი [პრინცესა დიანას] ფოტო მაქვს დაკიდებული არჩის საძინებელში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიტყვა, რაც მან თქვა - დედას და მამას შემდეგ, მან თქვა ბებია, ბებია დიანა. ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამის პარალელურად ჩემში სევდა იწვევს, რათა ვისურვებდი დიანა აქ იყოს". – თქვა მან.

პრინცმა ჰარიმ ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე ისაუბრა დედამისის შესახებ და თქვა ისიც, რომ ისურვებდა პრინცესა დიანა შეხვედროდა მეგან მარკლის, არჩისა და თავის მომავალ შვილს, რომელსაც წყვილი ზაფხულში ელოდება.

"ვისურვებდი, მეგანს შეხვედროდა, ასევე ჩემს შვილთან ერთად დრო გაეტარებინა. თუმცა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ დედაჩემი ჩემით იამაყებდა. მე ვცხოვრობ ისე, როგორც მას სურდა, ეცხოვრა და ასევე უნდოდა, ჩვენ გვეცხოვრა ასე". – თქვა მან.

ოპრა უინფრისთან ინტერვიუები სერიებად APPLE TV+-ზე გამოვა და ის მენტალური პრობლემების სტიგმის მოხსნას მიეძღვნება. 

კომენტარები