საზოგადოება

უსახლკარო კაცს, რომელიც ქალს ბოლო 20$-ით დაეხმარა, ხალხმა 378 111$ შეუგროვა

0 კომენტარი

27 წლის ქეით მაკკლერს, რომელიც ფილადელფიაში თავის მეგობართან მიდიოდა, შუა გზაში მანქანა გაუჩერდა. ეს იქვე მდგომმა უსახლკარო კაცმა დაინახა და რამდენიმე წუთში ქალთან ბენზინით ხელში მივიდა, რომელიც საკუთარი უკანასკნელი 20 ამერიკული დოლარით იყიდა.

მეორე დღეს ქეით მაკკლერი და მისი შეყვარებული უსახლკარო კაცთან მივიდნენ, ფული დაუბრუნეს და ტანსაცმელიც აჩუქეს. ეს შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში მეორდებოდა, შემდეგ კი ქეითმა მოიფიქრა, რომ კაცისთვის უფრო კარგი რამის გაკეთება უნდოდა და ამის შესახებ GOFUNDME-ზე დაწერა, სადაც თავისი ისტორია მოყვა და ხალხს სთხოვა რომ კაცისთვის 10 000 ამერიკული დოლარი შეეგროვებინათ. 16 დღეში აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში 378 311 ამერიკული დოლარი შეგროვდა, რომელიც უსახლკარო კაცს გადაეცა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები