დენიელ დეი-ლუისი

დენიელ დეი-ლუისმა სამსახიობო კარიერის დასრულების მიზეზებზე ისაუბრა

0 კომენტარი
დენიელ დეი ლუისი ფოტო: Wmagazine

სამი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა, დენიელ დეი-ლუისმა W magazine-თან სამსახიობო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მსახიობმა გადაწყვეტილება პოლ ტომას ანდერსონის ფილმში "Phantom Thread" დიზაინერ რეინოლდს ვუდკოკის როლის შესრულების შემდეგ მიიღო.

ეს დენიელ დეი ლუისის და პოლ ტომას ანდერსონის მეორე კოლაბორაციაა ფილმ "There will be blood"-ის შემდეგ. ლუისი ცნობილია როლებისადმი განსაკუთრებული მიდგომით. ამჯერადაც ის იმდენად შევიდა როლში, რომ კერვა ისწავლა და ბალენსიაგას კაბაც კი შეკერა.

მსახიობმა განაცხადა, რომ როლმა ის დეპრესიაში ჩააგდო.

"ფილმის გადაღებამდე არ ვიცოდი, რომ მსახიობობას თავს დავანებებდი" თქვა მან.

"ვიცი, რომ მე და პოლმა ბევრი ვიცინეთ ფილმის შექმნამდე. და შემდეგ სიცილი დავასრულეთ, რადგან ორივეს სევდა მოგვერია."

მსახიობის თქმით ის დასრულებული ფილმის ყურებას არ აპირებს.

"ის, რომ ფილმის ნახვა არ მინდა დაკავშირებულია ჩემს გადაწყვეტილებასთან შევწყვიტო მუშაობა როგორც მსახიობმა, თუმცა ეს არ არის იმის მიზეზი, თუ რატომ დამრჩა სევდა. ეს ამბის მოყოლისას მოხდა და ნამდვილად არ ვიცი რატომ."

მსახიობის თქმით მან ივნისში სამსახიობო კარიერის დარსულების შესახებ საჯარო განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ მკვეთრი ზღვრის გავლება სურდა.

"არ მინდოდა რომ კიდევ რაიმე პროექტს ჩავეთრიე. მთელი ჩემი ცხოვრება ვალაპაკობდი იმაზე, რომ მსახიობობა უნდა შევწყვიტო. არ ვიცი რატომ არის ეს განსხვავებული ამჯერად, მაგრამ იმპულსმა ჩემში ფესვები გაიდგა და აკვიატებად იქცა. ეს უნდა გამეკეთებინა."

მსახიობის ბოლო ფილმი კინოთეატრებში 25 დეკემბერს გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები