სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის - ერთი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. 112-ში შეტყობინება 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა.

"პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბი მოსწავლეებმა 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყეს. რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვებმა ხორავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, მანდატურის შენიშვნის შემდეგ გადაინაცვლეს.

კომენტარები