სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან. ერთი მათგანი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე კი, მიმალვაში იმყოფება. ძებნილ მოსწავლეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება.

ამასთან, დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები