სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მკვლელობის დამალვისთვის დაკავებულთაგან ერთერთი შსს-ს თანამშრომელი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

პროკურატურის მიერ მკვლელობის დამალვისთვის პასუხისგებაში მიცემული 5 პირიდან ერთერთი თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელი იყო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს კალანდია "კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა." ინფორმაცია ტაბულას შსს სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიების ვერსიით, თენგიზ კალანდიამ და მისმა შვილებმა, მ.კ.-მ და ლ.კ.-მ იცოდნენ, რომ 2001 წელს დაბადებულმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. 

თბილისის პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი "წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი - თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში" 4 დეკემბერს მისცა.

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს დღეს, 4 დეკემბერს, ჩაბარდა.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები