ბიუჯეტი 2018

ბოკერია ბიუჯეტზე: მხოლოდ ოცნებას შეუძლია შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი გაზარდოს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტზე, რომლითაც ერთის მხრივ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებით 200 მილიონ ლარამდე იზოგება და მეორეს მხრივ, მთლიანად ბიუჯეტის მოცულობა 56 მილიონით იზრდება ამბობს, რომ "მხოლოდ ოცნებას შეუძლია შესაკრებთა განაცვლებით ჯამი გაზარდოს." ბოკერია მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს მიმართავს, რომ ოპოზიცია სამინისტროების დაფინანსების შემცირებას მხარს დაუჭერდა იმ შემთხვევაში თუ დაზოგილი თანხით ან გადასახადები შემცირდებოდა ან სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს შემწეობა გაეზრდებოდათ.

"თქვენ იცით რომ შემცირებას სამინისტროების პირველ რიგში იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ ამან უნდა მოგვცეს საშუალება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების და ეს დანაზოგი უნდა მოხმარდეს ან მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას ხალხისთვის და ბიზნესისთვის, რაც ეკონომიკას დაძრავს, ან პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც დაზარალდნენ თქვენი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფლაციის შედეგად. ან სტიქიური უბედურებებითა და მაგალითად, აზიური ფაროსანათი დაზარალებულ ადამიანებს. ახლა გაირკვა, რომ თურმე მთავრობას შეუძლია ამ გაერთიანების შედეგად უკვე წარმოგვიდგინოს შემცირება და ჩვენ დღეს ვნახეთ დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია შემცირებები ამ გაერთიანებების შედეგად, თუმცა ჰოი საოცრებავ, საერთო ჯამში ხარჯები არის ისევ გაზრდილი. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხურმა, რომ ეს მხოლოდ ოცნების მთავრობას შეუძლია რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება", - ამბობს ბოკერია.

ის თუ რომელი სამინისტროების დაფინანსება მცირდება სტრუქტურული ოპტიმიზაციით და რომელი უწყებების დაფინანსება იზრდება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არტისტების გაერთიანება "ტალღა"

კომენტარები