ბრტყელი დედამიწა

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ დედამიწა ბრტყელია

Flat earth society

აზრი იმის შესახებ, რომ დედამიწა ბრტყელია მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ხალხის მოწონებას იმსახურებს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ რომ დედამიწა ბრტყელია.

1. კაირი ირვინგი

კაირი ირვინგი კლივლენდ კავალიერსში თამაშობს. მან რამდენიმე თვის წინ თავისი აზრი დააფიქსირა იმის შესახებ, რომ დედამიწა ბრტყელია.

"ეს არ არის კონსპირაციის თეორია. ეს ყველაფერი ჩვენ წინ ხდება, აქამდე ყველა გვატყუებდა. დააკვირდით ჩვენს მოძრაობას, გადაადგილებას. მართლა ფიქრობთ, რომ მზის გარშემო ვმოძრაობთ? სიმართლე სხვაგან არის, უბრალოდ უნდა ეძებო ის"- თქვა ირვინგმა.

2. ლებრონ ჯეიმსი

კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი კაირი ირვინგის აზრს გამოეხმაურა დედამიწასთან დაკავშირებით.

"კაირი ჩემი პატარა ძმაა. თუ ის ფიქრობს, რომ დედამიწა ბრტყელია, იყოს ასე"- თქვა ჯეიმსმა.

3. B.o.B

რეპერმა B.o.B-მა 2016 წელს ტვიტერზე საკუთარი აზრი დააფიქსირა იმის შესახებ, რომ დედამიწა ბრტყელია. 

"ჩემს უკან ქალაქი დაახლოებით 16 მილით არის დაშორებული. სად არის აქ სიმრუდე? გთხოვთ ამიხსენით." - წერდა რეპერი 

4. Aj Styles

ამერიკელი მოჭიდავე ეიჯი სტაილსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ემხრობა ბრტყელი დედამიწის არსებობის შესახებ აზრს, თვლის რომ ამ შეხედულებაში სიმართლის მარცვალი არსებობს.

"არ ვფიქრობ რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ყველაფერში არის სიმართლის მარცვალი." - თქვა მოჭიდავემ.

5. დანიელ შენტონი

წარსულში მომღერალი დანიელ შენტონი ბრტყელი დედამიწის საზოგადოების პრეზიდენტია. 

"1990-იანი წლების ბოლოს მე დავიწყე კვლევა, თუ რას ემსახურებოდა ბრტყელი დედამიწის საზოგადოება. როდესაც ბევრი რამ შევიტყვე მათ შესახებ, ბოლოს დავიჯერე მათი იდეების მართებულება" - თქვა შენტონმა.

კომენტარები