ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძრის ფართობმა 930 კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბა

NASA/EPA

კალიფორნიაში ხანძრის გავრცელების ფართობმა 930 კვადრატულ კილომეტს მიაღწია. ეს შტატის ისტორიაში სიდიდით მეხუთე ხანძარია.

ამჟამად ხანძრის მხოლოდ 10%-ის ლოკალიზება მოხერხდა. ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ამ დროისათვის 200,000 ადამიანის ევაკუაცია განხროციელდა. განადგურდა 800-ზე მეტი შენობა.

დაშავდა რამდენიმე მეხანძრე. გარდაცვლილია მხოლოდ ერთი ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კალიფორნიის გუბერნატორის, ჯერი ბრაუნის თქმით სიტუაცია უკვე "ახალი ნორმაა". მისი აზრით კლიმატის ცვლილების გამო შტატს მსგავს ხანძრებთან გამკლავება ყოველწლიურად მოუწევს.

კომენტარები