მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გრიცენკო: არ დაფიქრებულხართ, თუ რატომ არ დგას არცერთი პარტია სააკაშვილის აქციაზე?

News Front

უკრაინის ოპოზიციური პარტიის "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერი ანატოლი გრიცენკო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ იღებს მისი პარტია მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციებში. 

გრიცენკოს თქმით, იგივე კითხვა, ალბათ, სააკაშვილმა საკუთარ თავსაც უნდა დაუსვას და ის მიდგომა გამოასწოროს, რომელსაც ის პარტნიორი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისადმი გამოხატავდა.

"ბევრი თქვენგანი სვამს კითხვებს და გულწრფელად ვერ ხვდება, თუ რატომ არ მონაწილეობს კარვების ქალაქში ჩვენი პარტია "სამოქალაქო პოზიცია", და პირადად მე და ჩვენი პარტია თავისი დროშებით რატომ არ გავდივართ საპროტესტო მარშებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერაა ორგანიზებული. ასევე, გულწრფელად გიპასუხებთ. 

არ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ხდება, რომ არა მხოლოდ "სამოქალაქო პოზიცია", არამედ არცერთი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია და არცერთი აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ იღებს მონაწილეობას არც კარვების ქალაქში, რომელიც ოქტომბერში სააკაშვილმა აღმართა რადას წინ და არც მათი ყოველკვირეული საპროტესტო მარშების ორგანიზებაში? ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიებიც კი, რომლებმაც სააკაშვილთან ერთად დაიწყეს ერთიანი აქცია 17.10.17-ში. ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიებიც კი, რომლებიც 10.09.17-ში სოლიდარულად უჭერდნენ მხარს სააკაშვილს კრაკოვეცის ქვეშ საკნის ბანაკში და იცავდნენ მისი მოქალაქეობის უფლებას. ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიებიც კი, რომლებიც მარტიდან მოყოლებული სააკაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით. იმ სააკაშვილის სოლიდარულ მხარდაჭერას, რომელსაც ხელისუფლება სდევნის საჯაროდ, მკაცრად და თანაც არაერთგზის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პარტიული ლიდერებისგან ვერ ვხედავთ. 

რატომ? ხელისუფლებას გაურიგდნენ და აღარ სურთ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა? არ არის ასე. სურთ, რომ მიხეილი, როგორც კონკურენტი არჩევნებზე, თავიდან მოიშორონ? სისულელეა, თვითონ სააკაშვილს არანაირ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, მისი პარტია კი, მიუხედავად მისი ყველა მცდელობისა, 5%-იან ბარიერსაც კი ვერ მიუახლოვდა ჯერ. იმიტომ, რომ მშიშრები არიან? ყველა? ისინიც კი, რომლებიც თვეობით იდგნენ მაიდანზე? ისინიც კი, ვისაც იმ დროიდან სდევნის ხელისუფლება, როცა თავად სააკაშვილი ჯერ კიდევ პოროშენკოსა და მისი პარტიის აგიტაციით იყო დაკავებული? ვისი აქტივისტები და პარტიული წევრები დაიუღუპნენ და ვისმა აქტივისტებმა და წევრებმა მიიღეს დაზიანებები ჯერ მაიდანზე, შემდეგ კი ფრონტზე? რაღაც არ ლაგდება. 

და იქნებ, სხვა რამაა მიზეზი? ქსელში ადამიანები აქტიურები და ინფორმირებულები არიან, ამიტომაც, გააანალიზეთ და იფიქრეთ. ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდება პრობლემის არსს.

შესაძლოა, მიხეილსაც სჭირდებოდეს ამ კითხვაზე დაფიქრება. მისი გეგმებისა და ქმედებების კორექტირება ღირს იმისათვის, რომ ისინი ქვეყნის გულისთვის ერთიანობას უწყობდეს ხელს და შესრულებადი იყოს. დაიწყოს, როგორც იქნა, არა მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენა, არამედ სხვებისაც, გადაეჩვიოს ერთპიროვნულობას - პარტნიორებთან არშეთანხმება, კონტაქტები, განცხადებები, ისეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომლებიც საბოლოოდ, როგორც მიხეილის, ისე ყველა პარტნიორის დისკრედიტაციას უწყობს ხელს საზოგადოების თვალში.

შესაძლებელია თუ არა ეს? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გულწრფელად გვინდა, ასე მოხდეს. და მერე ჩვენ ისევ შევძლებთ გვერდი-გვერდ დგომას, შევძლებთ ერთად მოქმედებას, ერთიანობაში - იმისათვის, რომ ხალხმა წინ, დადებითი პერსპექტივისკენ და პასუხისმგებლიანი ლიდერებისკენ გაიხედოს.

იმედი მაქვს, რომ საკუთარი პოზიცია გასაგებად და ტოლერანტულად ჩამოვაყალიბე,"- დაწერო გრიცენკომ სოციალურ ქსელში. 

დღეს კი ოპოზიციური ლიდერი სხვა ლიდერებთან, იულია ტიმოშენკოსა და დიმიტრი დაბროდამოვთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ანატოლი გრიცენკოც მივიდა.

მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება. ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავების დროს მთელი რიგი პროცედურებისა დაირღვა. 

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერსაც დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის უმაღლეს რადასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციების გამართვა დაიწყეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მასზე ძებნა გამოაცხადა. რამდენჯერმე სცადეს აქციის დაშლაც.

კომენტარები