მიხეილ სააკაშვილი

კიევის სასამართლო სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

REUTERS/ Gleb Garanich

ამ წუთებში კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს. პროკურატურა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზში შესვენება გამოცხადდა. ამ დროს სააკაშვილმა მოქალაქეებს მიმართა. 

მოსამართლე გადაწყვეტილებას უახლოეს წუთებში გამოაცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება. ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავების დროს მთელი რიგი პროცედურებისა დაირღვა. 

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერსაც დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის უმაღლეს რადასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციების გამართვა დაიწყეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მასზე ძებნა გამოაცხადა. რამდენჯერმე სცადეს აქციის დაშლაც

კომენტარები