საქართველოს ელჩი გერმანიაში

გერმანიაში საქართველოს ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი ინიშნება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიაში საქართველოს ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი ინიშნება. შესაბამის განკარგულებას კანდიდატურის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის შესახებ მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა 

ელგუჯა ხოკრიშვილს 2014-2015 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ამჟამად ის გერმანიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველია.

ხოკრიშვილი 2002-2008 წლებში პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში. 

კვირიკაშვილმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთი განკარგულება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაციის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ვიქტორ დოლიძე გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება. 

კომენტარები