ცვლილებები მერიაში

კალაძე: ვისაც აქვს კვალიფიკაცია, განათლება და პატიოსნება, ჩვენთან იმუშავებს

ენერგეტიკის სამინისტრო

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მერიაში გარკვეული ცვლილებები მომდევნო წლიდან იგეგმება. მან ასევე აღნიშნა, რომ მერიაში ყველა ადამიანი შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდება. 

"აუცილებლობა არის ძალიან ბევრი, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები, თქვენ იცით, რომ რეორგანიზაცია არის გამოცხადებული მთელ რიგ სამსახურებში. შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იქნება მომდევნო წლიდან, იქნება ასევე, ატესტაციები, კონკურსები და შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლება და პატიოსნება, აუცილებლად იმუშავებს ჩვენთან,"- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები