ავსტრია

ავსტრიაში ბუნებრივი აირის თბოსადგური აფეთქდა

AFP

აღმოსავლეთ ავსტრიაში, სლოვაკეთის საზღვართან ბუნებრივი აირის თბოსადგურზე მომდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა 18.

გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

თბოსადგური რუსეთიდან ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს და შემდგომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ანაწილებს.

კომენტარები