კრიმინალი

შსს: ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ქართველმა სამართალდამცველებმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ი თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა.

"დაკავებულს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები