ქართული ოცნება

დეპუტატი და "ქართუს" ყოფილი დირექტორი გრიგოლ ლილუაშვილი სავარაუდოდ, სუს-ში გადადის

საქართველოს პარლამენტი

განახლება: გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ უკვე დაინიშნა იხილეთ ბმული.

ქართული ოცნების წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სავარაუდოდ, პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის, ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით პირველი არხი ავრცელებს. 

პირველი არხის ცნობით, ლილუაშვილს სავარაუდოდ, სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დანიშნავენ.

ლილუაშვილი 2016 წელს დავით ნარმანიამ საკუთარ მოადგილედ დანიშნა, იქამდე კი ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მერიაში გადასვლამდე ლილუაშვილი "ქართუ" ჯგუფის, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

იქიდან გამომდინარე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, მის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ამ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები