ნარკოდანაშაული

შსს: ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0058 გრამი „მორფინი“ და ნარკოტიკის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები