ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაში

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება

ინტერპრესნიუსის ცნობით, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება და უმრავლესობა ახალი შემადგენლობით გაზაფხულის სესიაზე წარსდგება. 

"უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვსდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი, 86 - წევრიანი და 6 - წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, რა თქმა უნდა, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია ქართული ოცნება და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქედან გამომდინარე, რომ 86 - წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6 - წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს",- თქვა მდინარაძემ. 

კომენტარები