კრემლის ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაურეკა და სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის მადლობა გადაუხადა.
პუტინის თქმით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ რუსი სამართალდამცველებისათვის მიწოდებული ინფორმაციის წყალობით მათ დააკავეს ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომლებიც სანქტ-პეტერბურგის ხალხმრავალ ადგილებში ბომბების დამონტაჟებას აპირებდნენ.
პუტინი ტრამპს დაჰპირდა, რომ თუ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ექნებათ რაიმე ინფორმაცია აშშ-ის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ, აუცილებლად მიაწოდებენ მას აშშ-ს.
ეს ამ კვირაში პუტინსა და ტრამპს შორის გამართული მეორე სატელეფონო საუბარია. პირველი საუბრის დროს მათ ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილეს.