უბედური შემთხვევა

70 წლის მამაკაცი სოფელ შავღელეში გარდაცვლილი იპოვეს

სამი დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მამაკაცი სოფელ შავღელეში გარდაცვლილი იპოვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა მამაკაცის ცხედარს წყლის არხში მიაგნეს. მათი ვარაუდით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლოა, გზა აერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები