K POP

კორეელმა პოპმომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

0 კომენტარი

კორეული პოპ ჯგუფის, შაინის წევრმა, კიმ ჯონჰიუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის დღეს უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

სასწრაფო დახმარებას მისმა დამ მიმართა, მალევე კი პოლიციამ მომღერლის გარდაცვალება დაადასტურა. 

სამართალდამცველები თვითმკვლელობის საქმეს იძიებენ. 

ჯონჰიუნის სიკვდილამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მისი ორგანოების დონაცია მოხდება.

მომღერლის მეგობარი ამბობს, რომ ჯონჰიუნი დეპრესიას ებრძოდა, თუმცა, როგორც ჩანს, არც ამან უშველა. 

"ვიცოდი, რომ რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა არ მიფიქრია, რომ ასე მოხდებოდა. დეკემბრის დასაწყისში ის სიკვდილზეც საუბრობდა, მაგრამ მეგონა, ამ ყველაფერს გადალახავდა", - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი. 

27 წლის კიმ ჯონჰიუნი ჯგუფ შაინის წევრი იყო. ის პოპულარული 2008 წელს გახდა, როცა ჯგუფთან ერთად დებიუტი ჰქონდა. ჯონჰიუნი ჯგუფის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მონაწილეობდა ე.წ ფროდაქშენში და თავადაც წერდა სიმღერებს. ჯონჰიუნმა 2015 წლიდან სოლო კარიერაც დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები