კორეულმა პოპ-ჯგუფმა, BTS-მა დღეს ახალი ვიდეო გამოუშვა.
Boy With Luv- ასე ჰქვია ჯგუფის ახალ ვიდეოს, რომელიც ალბომის Map of the Soul: Persona-ს ერთ-ერთი სიმღერაა.
BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream".
"ბითიესი" ქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. ბითიესის ალბომი გრემის ნომინანტია, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.
ჯგუფი 2018 წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვითაც წარსდგა.