დენის ტარიფი

სემეკმა ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაუზარდა

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com/photos/ebrd

სემეკმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ენგურჰესს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაუზარდა. ენგურჰესის ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 1.496 თეთრიდან 1.818 თეთრამდე გაიზარდა, ვარდნილჰესების კასკადისთვის კი 2.880 თეთრიდან 4.002 თეთრამდე. იქიდან გამომდინარე რომ ენგურჰესი და ვარდნილის კასკადი საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურებია მათთვის ტარიფის ზრდა შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფზეც აისახოს. 

სემეკმა თბოსადგურების ტარიფიც განაახლა. გარდაბნის თბოსადგურის წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, ჯიფაუერის – 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, მტკვარი ენერჯის – 11.358 თეთრიდან 11,512 მდე გაიზარდა , საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ტარიფი კი – 10.963 თეთრიდან 11.511-მდე გაიზარდა.

წარმოების, მოპოვებისა და გადაცემის ტარიფების დადგენის შემდეგ სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები