დენის ტარიფი

სემეკის გადაწყვეტილებით დენის ტარიფი მხოლოდ კომერციულ სექტორს გაეზარდა

wikipedia.org

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ენერგო-პრო ჯორჯიას სამომხმარებლო აბონენტებისთვის დენის ტარიფი უცვლელი რჩება. არასამომხმარებლო აბონენტთა ნაწილისთვის კი ტარიფი გაიზარდა. სემეკმა თელასის შემთხვევაშიც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

სემეკის გადაწყვეტილებით ძალაშია ენერგო-პროს სამომხმარებლო ტარიფები, რომლებიც ასე გამოიყურება:

  • 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 12.95404 თეთრი/კვტსთ
  • 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 16.93064 თეთრი/კვტსთ
  • 301 კვტსთ-დან და მეტი - 21.45004 თეთრი/კვტსთ

ცვლილების შედეგად, კომერციული აბონენტებისთვის, რომლებიც საშუალო ძაბვის დენს მოიხმარენ, ტარიფი 0.6 თეთრით გაიზარდა, მაღალი ძაბვის სექტორისთვის კი - 0.001 თეთრით.

სემეკის გადაწყვეტილებით ძალაშია თბილისში მოქმედი სამომხმარებლო დენის ტარიფები, რომელიც გამოყენებული ენერგიის მიხედვით იცვლება:

  • 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრი/კვტსთ
  • 101 კვტსთ-დან 301კვტსთ-ის ჩათვლით - 14.400 თეთრი/კვტსთ
  • 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.200 თეთრი/კვტსთ

რაც შეეხება არასამომხმარებლო ტარიფს, ის საშუალო ძაბვის კილოვატ/საათზე 0.035 თეთრით, მაღალი ძაბვის კილოვატ/საათზე კი 0.46 თეთრით გაიზარდა.

 

კომენტარები