აშშ

მაიკ პენსმა ისრაელსა და ეგვიპტეში ვიზიტი გადადო

Reuters

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მიმდინარე კვირისათვის დაგეგმილი ვიზიტიები ეგვიპტესა და ისრაელში მომდევნო თვემდე გადადო.

ვიცე პრეზიდენტის ოფისის თქმით გადადება სენატში საგადასახადო კანონის განხილვამ გამოიწვია, თუმცა გადაწყვეტილების კიდევ ერთ მიზეზად, თეთრი სახლის მხრიდან უარყოფის მიუხედავად, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შედეგად გამოწვეული პროტესტი მოიაზრება.

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა და ეგვიპტის მუსლიმმა და კოპტმა ლიდერებმა მაიკ პენსთან დაგეგმილი შეხვედრა იერუსალიმის საკითხზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს.

უცნობია ვიზიტის შეცვლილი პერიოდის მანძილზე ხელახლა დაიგეგმება თუ არა ეს შეხვედრები.

მაიკ პენსი ეგვიპტეს, ისრაელს და სავარაუდოდ რეგიონის სხვა რამდენიმე ქვეყანას 14 იანვრიდან ეწვევა.

კომენტარები