117-ე მუხლი

17 წლის მოზარდმა ხელვაჩაურში თვითდაზიანებები მიიყენა - ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

17 წლის მოზარდმა ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ბიჭი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

შემთხვევა 18 დეკემბერს მაშინ მოხდა, როცა მოზარდი სახლში მარტო იმყოფებოდა. ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან იღლიისა და ყბა-სახის არეში 5 მასრა აქვს მოხვედრილი.  

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები