სექსი

კვლევის მიხედვით, სექსი დაძინებას ამარტივებს

Independent.com

ქუინსლენდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დაძინებამდე სექსი ძილს ამარტივებს. 

პროექტის სახელწოდებაა "სექსი, როგორც ძილის თერაპია".კვლევის ფარგლებში კონფიდენციალურად გამოიკითხა 460 ადამიანი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 64% სექსის შემდეგ უფრო მარტივად იძინებს. იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა ორგაზმი განიცადა, ძილი კიდევ უფრო მარტივდება.

ექიმ მიკელ ლასტელას თქმით, როდესაც ადამიანებს აქვთ სექსი და განიცდიან ორგაზმს, ჭარბად გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ძილს ამარტივებს.

"ეს კვლევა დაეფუძნა იმ ფაქტს, რომ ორგანიზმში სექსისა და ორგაზმის განცდის შემდეგ ჭარბად გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი. ჰორმონი ამარტივებს ძილს და ამცირებს იმ დროს, რომელიც ჩასაძინებლად არის საჭირო"- თქვა ექიმმა. 

კომენტარები