ვითარება გზებზე

ინტენსიური თოვის გამო, გზების ზოგ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დიდთოვლობის გამო, ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ქუთაისი-წყალტუბო- ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები