რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ალექსეი ნავალნის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს

Олег Яковлев / РБК

ალექსეი ნავალნის რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა არ მიეცა დარეგისტრირების საშუალება იმ საინიციატივო ჯგუფისთვის, რომელმაც არჩევნებში კანდიდატად ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წამოაყენა.

თავად ოპოზიციონერმა, რომელიც ამჟამად რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიიდან უარი არ გაკვირვებია.

"ჩვენ თავიდანვე გვესმოდა, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, ამიტომ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ჩვენ ამომრჩეველს პროტესტისკენ მოვუწოდებთ, რადგან ვთვლით, რომ პროცედურა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას გვთხოვენ, არჩევნები არ არის" - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

უარის თქმის მიზეზად კომისიამ ნავალნის ნასამართლეობა დაასახელა. 2009 წელს ნავალნი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ის კიროვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე იყო. ნავალნის 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა საბოლოო სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა.

კომენტარები